ქართველი კარატისტები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

13 აპრ 2024

ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი - ასეთია კონტაქტურ კარატეში ქართველი მებრძოლების მონაგარი საფრანგეთის ღია პირველობაზე.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ამჯერად მხოლო აჭარის ნაკრების წევრებმა იასპარეზეს.

ბიჭები უკვე დაბრუნდნენ ბათუმში და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.