ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

14 აპრ 2024

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, – ამის შესახებ, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ გაუშვეს.

"დამშვიდდით და მიჰყევით ბრძანებებს", - მედიაში ვრცელდება ისრაელის პრემიერის მიმართვა მოქალაქეებისადმი. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი კარგად არის მომზადებული ირანის თავდასხმებისთვის. ამასთან, პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ აფასებს აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერას.

ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა.

მანამდე, ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხის გამო, ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა აკრძალა და სხვადასხვა სახის შეკრებებზე შეზღუდვები დააწესა.