გიორგი შერმადინის მორიგი რეკორდი ლიგა ენდესაში 

15 აპრ 2024

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა. „ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა „ბილბაოსთან“ გამართულ შეხვედრაში 26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 43 შეადგინა, რაც მისი სარეკორდო მაჩვენებელია.

სავარაუდოდ, ქართველი ცენტრი კიდევ ერთხელ გახდება ესპანეთის ტურის საუკეთესო კალათბურთელი.

სარგებლიანობის 43-იანი მაჩვენებელი ესპანეთის ჩემპიონატში  არავის ჰქონია. ეს ამ სეზონში ლიგის აბსოლუტური რეკორდია.

შერმადინის „ტენერიფეს“ 19 მოგება, 10 წაგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს „ბარსელონასთან“.