საპროტესტო აქცია პარლამენტთან

17 აპრ 2024

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები მეორედ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერი და ისინი სკანდირებენ სიტყვებს - არა რუსულ კანონს.