ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ 

17 აპრ 2024

ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი აქციის მონაწილეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან.

მათი განცხადებით, ელოდებიან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და დაშლას არ აპირებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელებთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.