მთავრობის კანცელარიასთან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

17 აპრ 2024

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი დაახევინებს უკან „ქართულ ოცნებას“, რის შემდეგაც პოლიციელებისკენ გაიწია და მომიტინგეებს მოუწოდა, მას მიაწვნენ.