გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა 

18 აპრ 2024

გიორგი შერმადინმა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეფექტური მატჩი ჩაატარა. მისი „ტენერიფე“ მეოთხედფინალის მესამე, გადამწყვეტ მატჩში შინ თურქულ „თოფაშს“ დაუპირისპირდა და 78:55 დაამარცხა.

ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს თითო მოგება ჰქონდა და ნახევარფინალში გამსვლელის ვინაობა ესპანეთში უნდა გარკვეულიყო. შერმადინმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში არ იყო, 24 წუთში, 12 ქულა, 7 მოხსნა და თითო პასი და ჩაჭრა მოაგროვა. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ოთხეულს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს, „ტენერიფე“ ნახევარფინალში, 26 აპრილს ბერძნულ „პერისტერის“ დაუპირისპირდება.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ესპანური გუნდები – „მურსია“ და „უნიკახა“ ითამაშებენ.