ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

18 აპრ 2024

ევროკავშირში ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გადაწყვიტეს - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა. შარლ მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ირანი იზოლაციაში მოექცეს.

დაამატა, რომ ევროკავშირი გმობს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას.

მიშელის თქმით, სანქციებში ის კომპანიები მოხვდებიან, რომლებიც დრონების წარმოებაში არიან ჩართულები.