შეხვედრა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან

19 აპრ 2024

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი  გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. მხარეებმა გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, ასევე  განიხილეს ბავშვთა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა დახმარების უნივერსალური მიმართულებით  მუშაობა გაგრძელდება.