პარლამენტში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

19 აპრ 2024

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვეულ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. მინისტრის მოსმენა რამდენიმე წუთებში უნდა დაიწყოს.

გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას ერთი თვის წინ მიმართა.