დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ძალას გადაამეტა

19 აპრ 2024

16-17 აპრილს საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ძალას გადაამეტა. ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში განაცხადეს".

იურისტების შეფასებით, უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მშვიდობიანი მომიტინგეები უსაფუძვლოდ დააკავეს. მათი განცხადებით, 13 დაკავებულიდან 12 პირს მძიმე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება და სასტიკად ნაცემები არიან.

იურისტების თქმით, აუცილებელია გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდეს და დამნაშავეები დაისაჯონ.