''ეს კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი'' - ხავიერ კოლომინა

19 აპრ 2024

ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აკრიტიკებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის უმთავრესია სწორი ჩარჩოს ქონა, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.

კოლომინა აცხადებს, რომ ეს კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგება.