საქართველოში ოპერირება ჰოლანდიურმა ავიაკომპანიამ დაიწყო

21 აპრ 2024

ჰოლანდიური ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებას იწყებს - გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია თრანსავია-მ ამსტერდამიდან პირველი ფრენა 187 მგზავრით შეასრულა. 

თრანსავია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, კვირაში 2 სიხშირით  შეასრულებს.