ისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

21 აპრ 2024

ისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლება და პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა, კიდევ ერთხელ, მოითხოვეს.

საპროტესტო აქციები გაიმართა იერუსალიმში, ხაიფასა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.