თურქეთში 36 პირი დააკავეს

21 აპრ 2024

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შს მინისტრმა ალი იერლიკაიამ გაავრცელა.

მინისტრის ცნობით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის 4 პროვინციაში განხორციელდა და ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსებასა და მომარაგების ხელშეწყობაში არიან ეჭვმიტანილები.

ქვეყნის შს სამინისტროს განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში ასევე ამოღებულია არალიცენზირებული იარაღი.