ფესტივალი “მომავლის ვარსკვლავები” 

21 აპრ 2024

თბილისის ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში საქართველოს ხელოვანთა კავშირის “ხელოვანები მომავლისთვის” ტრადიციული, ყოველწლიური ეროვნული კონკურს-ფესტივალის “მომავლის ვარსკვლავების” ლაურეატთა დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა.

მონაწილეებს გრან-პრი, საპრიზო ადგილი და არაერთი პრემია გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ კონკურსი უკვე მე-17-ე წელია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.