ტრანსნაციონალური დანაშაული - დაკავებულია 4 პირი

22 აპრ 2024

ქოლცენტრების საქმე და კიდევ რამდენიმე დაკავებული. პროკურატურამ ტრანსნაციონალური, თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავა.   

გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე  ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.

ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის კი    ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა  სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებას სთავაზობდნენ.   

შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ და ათეთრებდნენ.