კონფერენცია იუბილესთან დაკავშირებით

24 მარ 2017

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტში კონფერენცია  გაიმართა. ღონისძიებას  ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრები ესწრებოდნენ. ,,დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ”-ამ სიტყვებით დაიწყო სიტყვით გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  კი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უკავშირდება ან წინაპირობაა საქართველოს თავისუფლების აღდგენის.