ენმ -ის ბრალდება

24 მარ 2017

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხულოს გამგეობას მოქალაქის მოტყუებაში ადანაშაულებს. ოთარ შაინიძის განცხადებით გამგეობამ ზამთარში მოქალაქეებს, დათოვლილი შენობები თოვლისგან გაასუფთავებინეს, გაწეული მუშაობისთვის ანაზღაურება  კი დღემდე არ მიუღიათ. ერთ-ერთი ასეთი რომან დავითაძეა, რომელიც ამბობს, რომ  320 ლარის ნაცვლად 80 ლარი მიიღო. ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ შპს ,,სანდასუფთავებასთან” გადამოწმების შემდეგ მოქალაქეებზე ანაზღაურება გაიცემა.