თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

23 აპრ 2024

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს - ალექსანდრე მესხი კლინიკის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს.