სახალხო დამცველი ეუთო/ოდირს მიმართავს

23 აპრ 2024

სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა.დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად 4 აპრილს კანონპროექტი უკვე სამივე მოსმენით მიიღეს.  მას სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და ნეგატიურად შეაფასა.

17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა.