„ბათუმი“ ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია

27 აპრ 2024

მამაკაცთა ფრენბურთის კლუბმა „ბათუმი“ ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში  „ყვარელი“ დაამარცხა და ეროვნული ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩი ანგარიშით 3:0 დასრულდა და ფინალისტის ვინაობა ოქროს სეტის საშუალებით გახდა ცნობილი. კლუბი „ბათუმი“ ფინალში უკვე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

მისი მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი იქნება.