ისრაელ-„ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 34 400-ს მიაღწია - პალესტინის ჯანდაცვის უწყება

28 აპრ 2024

ისრაელ-„ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან დღემდე, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 34 400-ს მიაღწია. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული 24 საათი განმავლობაში, ისრაელის არმიამ სექტორში 4 სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც, 32 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა.