ბათუმში ევროპის მოედანზე აქცია - “კი ევროპას,  არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს

29 აპრ 2024

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ბათუმში ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციას ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტია ერთობლივად მართავენ.

აქციას ასევე ესწრებიან სტუდენტები და ლექტორ მასწავლებლები.