თორნიკე რიჟვაძე საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელს შეხვდა

01 მაი 2024

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს შეხვდა. შეხვედრაზე შეაფასეს "UNICEF"-ის მხარდაჭერით განხორცილებული პროგრამები რეგიონში. ხაზი გაესვა ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.

"UNICEF"-ის მხარდაჭერით ბათუმი „ადრეული განათლება და ზრუნვის“ მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის მიზანი ინკლუზიურ საკითხებზე ადრეული განათლების ხელმისაწვდომობაა.

აჭარაში "UNICEF"-ის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. თანამშრომლობა, მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბათუმში განხორციელებული მასშტაბური სოციალური პროექტის ე.წ. ოცნების ქალაქის და იქ მცხოვრები ათასობით ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.