25 მარ 2017
დაბა ქედაში გზის გაფართოებითი სამუშაოები მიმდინარეობს. რომლის ღირებულებაც 180 ათასი ლარია. ქედის გამგეობაში განმარტავენ, რომ გზის სივიწროვე ხშირად საცობებისა და სახიფათო მდგომარეობის შექმნის მიზეზი იყო. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება.