ჩინეთში გზის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა

02 მაი 2024

ჩინეთში გზის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გუანდონგის პროვინციაში გზის მონაკვეთი ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოინგრა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია – 36, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 30 ადამიანი.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 02:10 საათზე მოხდა.