ამერიკის ელჩის განცხადება 

02 მაი 2024

საქართველოს ხელისუფლების არჩევანმა ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა - ასეთია ამერიკის ელჩის შეფასება ქართული ოცნების კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებაზე.

უფრო მეტიც, რობინ დანიგანი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ საქართველოს მთავრობის თანამდებობის პირები აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობისა და დახმარების შესახებ საკითხის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა ხელისუფლებამ მიწვევაზე უარი თქვა.

შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია.