აშშ-ის უნივერსიტეტებში დაპირისპირება გრძელდება

03 მაი 2024

შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში დაპირისპირება გრძელდება,  პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება ამჯერად ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში მოხდა.

სამართალდამცავებმა რამდენიმე პრო-პალესტინელი დემონსტრანტი დააკავეს და აიღეს მათ მიერ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაშლილი კარვები.

აშშ-ის უნივერსიტეტებში აქციები  ბოლო ორი კვირაა მიმდინარეობს. ახალგაზრდები ახლო აღმოსავლეთში ომს აპროტესტებენ.