რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

04 მაი 2024

რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა, თუმცა, არაა დაკონკრეტებული რომელი მუხლით.

ზელენსკის ფოტო და მონაცემები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.