მერაბ დვალიშვილმა ომალისთან ბრძოლა დაადასტურა

06 მაი 2024

იუეფსის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ინდოეთში გულშემატკივრებთან შეხვედრისას მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მერაბს სატიტულო ბრძოლა შონ ომალისთან უნდა გაემართა, რაც ქართველმა ათლეტმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა უეფსი-298-ზე გამართა წონის ყოფილ ჩემპიონთან ჰენრი სეხუდოსთან და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.