06 მაი 2024
დილიდან ხალხმრავლობაა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაღუპულ ქართველ გმირებს იხსენებენ.
დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, თავდაცვის მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა.