ბექაური და სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ 

08 მაი 2024

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 19-24 მაისს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეჯიბრებას გამოტოვებენ ჩვენი გუნდის ლიდერები – ლაშა ბექაური და ილია სულამანიძე. მათი არყოფნა ტრავმებს არ უკავშირდება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ეროვნული გუნდის ლიდერები ოლიმპიადისთვის ემზადებიან.

აბუ დაბის მსოფლიო ჩემპიონატის საერთო საპრიზო თანხა 998 000 ევროა.