აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

10 მაი 2024

ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი გზავნილი ხელისუფლებას.

დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია შევიწროების მზარდი ცნობებისა და ფიზიკური თავდასხმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ.

მეთიუ მილერმა აღნიშნული ფაქტები დაგმო და შესაბამის სამსახურებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.