ჯეიკ სალივანის განცხადება 

11 მაი 2024

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი.

ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს, რომ  ქართველი პარლამენტარები  კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან – დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ სწრაფვას, თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოეთის აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.