უჩა აბაშიძე დუმილის უფლებას იყენებს 

11 მაი 2024

პროკურატურამ სამხედრო ბლოგერს, უჩა აბაშიძეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიება მას პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.

ადვოკატის გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძე დუმილის უფლებას იყენებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ეს იქნება ბოლო კომუნიკაცია მედიასთან.