ისრაელის მოსალოდნელი შეტევის გამო, ასობით ათასმა ადამიანმა რაფაჰი დატოვა

12 მაი 2024

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ევაკუაცია გამოაცხადა, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი, რაფაჰი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქი, მინიმუმ, 300 000-მა ადამიანმა დატოვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, ისრაელმა აღმოსავლეთ და დასავლეთ რაფაჰში საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები განახორციელა. ქუვეითის საავადმყოფოს ცნობით, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა.