მარინა თექთუმანიძის შემოქმედებითი საღამო

12 მაი 2024

მწერალი და პოეტი მარინა თექთუმანიძე სტუმრობდა აჭარის მწერალთა სახლს. მან ერთგულ მსმენელსა და მკითხველს საკუთარი შემოქმედებიდან გამორჩეული ლექსები წაუკითხა.

პოეტი მარინა თექთუმანიძე არაერთი კრებულის ავტორია მისი ლექსები 4 ენაზეა ნათარგმნი და გამოცემული.

ცნობილი პოეტი ბათუმში ავტორთა საინიციატივო ჯგუფის მოწვევით იმყოფებოდა. 

როგორც საღამოს ორგანიზატორი ნინო კახიძე ამბობს, ბათუმელ მკითხველს მომავალშიც ექნება საშუალება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გამორჩეულ ავტორებს შეხვდნენ.