სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის სხდომა

16 მაი 2024

სტიქიითა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 69 ოჯახისთვის აჭარის მთავრობამ 785 ათას ლარზე მეტი გამოყო. 

მთავრობის ინფორმაციით, სამთავრობო კომისიის წევრებმა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ დადებითი რეკომენდაცია ყველა ოჯახზე გასცა.

თანხა საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრებისა და ადგილმონაცვლეობისათვის გამოეყოფათ.