პირველი ვიზიტორები უვიზოდ

27 მარ 2017

საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ უკვე  გადაადგილდებიან.  საქართველო-პოლონეთი. პირველი მგზავრები ევროპისკენ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე სწორედ ამ  მიმართულებით გაემგზავრნენ. უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირში ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაკვეთეს. მგზავრთა პირველ ნაკადებს დანიშნულების ადგილას საქართველოს საკონსულოების წარმომადგენლები დახვდნენ.