ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აქციაზე - პრემიერის გამოხმაურება

17 მაი 2024

ირაკლი კობახიძემ შეაფასა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა თბილისში საპროტესტო აქციაზე და თქვა, რომ ეს არასერიოზულია.

მისი განმარტებით, ეს უარყოფითად აისახება შესაბამისი ქვეყნების, საქართველოს და ევროკავშირის იმიჯზე.