ავღანეთში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

18 მაი 2024

3 ესპანელი ტურისტი დაიღუპა და სულ მცირე 1 დაშავდა ავღანეთის ცენტრალურ ბამიანის პროვინციაში შეიარაღებული პირების თავდასხმის დროს. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი მათ ბაზრიდან გამოსვლისას გაუხსნეს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა  სამინისტროს სპიკერის განცხადებით,  დაღუპულია ავღანეთის მოქალაქეც.

სამართალდამცავებმა 4 ეჭვმიტანილი დააკავეს.