ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

18 მაი 2024

ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დაშავებულების შესახებ, ამ დროისთვის, ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი სრულადაა განადგურებული, დაზიანებულია 4 000-ზე მეტი. 

ცნობისთის, გასულ კვირას ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ გაანადგურა სოფლები ჩრდილოეთ ავღანეთში, დაიღუპა 315 და დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი.