ახალი წიგნები სკოლის ბიბლიოთეკებისთვის

23 მაი 2016

ხულოს მუნიციპალიტეტში ქედლების და უჩხოს საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი განახლდა. აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის ,,საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ხელშეწყობის" ფარგლებში გასულ და მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის 15 სკოლას 7 ათასამდე წიგნი გადასცეს. მათ შორისაა როგორც საბავშვო ასევე მხატვრული ლიტერატურა.