სტუდენტების აქცია-პერფორმანსი

19 მაი 2024

„ხელი ჩავჭიდოთ გამარჯვებისთვის” - ამ ლოზუნგით აქცია-პერფორმანსები იმართება თბილისში. აქციის მონაწილეები გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებენ.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მთავრობა მათ ხმას არ გაიგონებს.