უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან

27 მარ 2017

ვიზალიბერალიზაციის დადებით მხარეებს გაუსვა ხაზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ამით საქართველო კიდევ ერთხელ დაუახლოვდა ევროპას. მისივე თქმით ვიზალიბერალიზაცია ქვეყნისთვის არამარტო პოლიტიკური, არამედ მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებითაც.