ქალთა საფეხბურთო ლიგაზე ბათუმის „დინამო“ „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლებს

20 მაი 2024

დღეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურში ბათუმის „დინამო“ „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლებს. ამ დროისთვის ბათუმელები სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეოთხე ადგილზეა, „ნორჩ დინამოს“ კი 4 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.

მატჩი ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარი“ ეთერში არ გავა.