ჯანსუღ კახიძის მე-9 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

21 მაი 2024

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში კურტ ელინგისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა.

კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. ფესტივალი 12 მაისს „გრემისა“ და „ლათინური გრემის“ 16 ჯილდოს მფლობელის, კუბელი კლარნეტისტისა და საქსოფონისტის პაკიტო დ’რივერასა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნა.

ფესტივალის პროგრამა  თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზეა აგებული.