სასკოლო ლიგა სპორტის ხუთ სახეობაში გაიმართება

21 მაი 2024

ბათუმის მერიის მხარდაჭერით და სპორტული ცენტრის ორგანიზებით ორი წელი ბათუმში სასკოლო ლიგა იმართება სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

წელს ჩემპიონატები სპორტის ხუთ სახეობაში: ტექბოლში, თაგრაგბში, ქვიშის ფრენბურთში, ქუჩის კალათბურთში და მინი-ფეხბურთში ტარდება.

პროექტში ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ. ტურნირები ვაჟთა და გოგონათა შორის ტარდება.

სასკოლო ლიგაზე გამარჯვებული გუნდები საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრებები ორ თვეს გაგრძელდება.