დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

27 მარ 2017

დაახლოებით ორ საათში თბილისის საქალაქო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე იმსჯელებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მოთხოვნა წინასწარი გამოძიების ვადის გაგრძელებაზე დაკმაყოფილდა და საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.  ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატები კი, სასამართლოს სასულიერო პირის  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შესთავაზებენ. პროკურატურა  აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.